ჭკვიანი სახლი
ჭკვიანი სახლი არის შენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
წარმოიდგინე სივრცე სადაც სინათლე იმ დროს ინთება, როცა გჭირდება, ოთახი ყოველთვის იდეალურ ტემპერატურაზეა, წყლის გაჟონვის და მეზობლის დატბორვის არ გეშინია, საკეტის გასაღები როგორია აღარ გახსოვს, ხოლო უსაფრთხოებაზე სულ აღარ ფიქრობ.
ეს არის ჭკვიანი სახლი — ტექნოლოგია, რომელიც შენს ყოველდღიურობას უფრო მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის.
კომფორტი
მართე განათება, გათბობა, კონდიციონერი და სხვა ტექნიკა ერთი აპლიკაციიდან ან ხმოვანი ბრძანებით.
ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც შენ გსურს — ავტომატურად და შეუმჩნევლად.
ენერგოეფექტურობა
ჭკვიანი სისტემა თავად არეგულირებს ენერგიის მოხმარებას.
შენ ზოგავ ფულს ყოველ თვე და ამავდროულად ზრუნავ გარემოზე.
უსაფრთხოება
კამერები, სენსორები და სიგნალიზაცია შენს გვერდით 24/7.
სახლში ყოფნა უფრო მშვიდია, სახლიდან წასვლა — უფრო მარტივი. აღარ ფიქრობ სინათლე ანთებული დაგრჩა ან კარი ჩაკეტე თუ არა.
ავტომატიზაცია და კონტროლი
Apple HomeKit, Google Home, Amazon Alexa თუ სხვა — ჩვენი გადაწყვეტილება თავსებადია ყველა წამყვან ეკოსისტემასთან. შენი სახლი შენს წესებზე მოერგება, სადაც არ უნდა იყო.
ჭკვიანი სახლი ერთი ზარით იწყება
კონსულტაცია, პროექტირება, შერჩევა, მონტაჟი, გარანტია
დაგეხმარებით სწორად შევარჩიოთ მოწყობილობები, დავგეგმოთ თქვენი სახლი (დენის გაყვანილობა, გათბობა გაგრილების მართვის სისტემები, სენსორების სწორი განლაგება, WIFI მდებარეობა და სხვა) და მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თანამედროვე ტექნოლოგიებიდან. ჩვენი გუნდი თქვენს გვერდით იქნება მთელი პროცესის განმავლობაში — პირველი კონსულტაციიდან ინსტალაციამდე და შემდგომ მხარდაჭერამდე
კალკულატორითავსებადია ყველა პლატფორმასთან და მობილურ აპლიკაციასთან
თავსებადია ყველა წამყვან ჭკვიანი სახლის ეკოსისტემასთან და სტანდარტთან. აირჩიე შენთვის სასურველი პლატფორმა და მართე სახლი ისე, როგორც გსურს. Apple HomeKit, Google Home, Amazon Alexa, Samsung SmartThings, Matter, IFTTT, თუ სხვა










მართეთ ჭკვიანი სახლი ხმოვანი ასისტენტით
უბრალოდ თქვი და სახლი თავად იზრუნებს ყველაფერზე. ჩართე შუქი, დაარეგულირე ტემპერატურა, გახსენი კარი — ყველაფერი შესაძლებელია ერთი ფრაზით.
Apple Siri, Google Assistant და Amazon Alexa ყოველთვის მზად არიან თქვენი სახლის სამართავად, ხოლო ჩვენი პროდუქტები სრულად არის თავსებადი ჭკვიანი სახლის სამივე ეკოსისტემასთან.



ჭკვიანი სახლის პროდუქცია
ჩვენი ჭკვიანი სახლის გადაწყვეტები დაფუძნებულია Aqara-ს ეკოსისტემაზე — ბრენდზე, რომელსაც ენდობიან მილიონობით მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით.
რატომ Aqara?
🌍 ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბრენდი ჭკვიანი სახლის სფეროში
🔗 თავსებადობა ყველა მთავარ პლატფორმასთან: Apple HomeKit, Google Home, Amazon Alexa
🛡 მაღალი ხარისხის, სანდო და ენერგოეფექტური მოწყობილობები
🚀 ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ყოველდღიურობას მარტივსა და კომფორტულს ხდის
Aqara-სთან ერთად თქვენ იღებთ ხარისხს, სანდოობას და მომავალზე ორიენტირებულ ჭკვიან სისტემებს.










ჭკვიანი სახლის პროდუქტები
ბუნებრივი აირის დეტექტორი – Aqara Smart Gas Detector
ვიბრაციის სენსორი Vibration Sensor
კარისა და ფანჯრის სენსორი – Aqara Door and Window Sensor
კვამლის დეტექტორი Smart Smoke Detector
მდებარეობის სენსორი – Presence Sensor FP2
მოძრაობის სენსორი – Motion Sensor P1
პრემიუმ ჭკვიანი საკეტი – Aqara D200i Smart Lock
Aqara D100 ჭკვიანი საკეტი Apple Homekit-თან სრული ინტეგრაციით
Aqara D200i Smart არის კარის ჭკვიანი საკეტი Apple Home Keys-ისა და Google Home-ის მხარდაჭერით, განბლოკვის მეთოდებით, როგორებიცაა: სახის ამოცნობა, PIN-ები და NFC მოწყობილობები.
საკეტი ასევე იმართება დისტანციურად Apple Home აპის გამოყენებით. Aqara D200i-ს აქვს ჩაშენებული Apple უსაფრთხოების ჩიპი Apple Home Keys-სა და Apple HomeKit-ის მხარდასაჭერად. თქვენ შეგიძლიათ განბლოკოთ კარი Apple Wallet-ში შენახული სახლის გასაღების საკეტთან ახლოს მიტანით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ დაბლოკვის სტატუსი Apple Home აპლიკაციაში.



